ტეილორ სვიფტმა სიმღერა ტუალეტში შექმნა - განაცხადა MTV-თან მიცემულ ინტერვიუშისვიფტმა.
ტეილორ სვიფტმა განაცხადა, რომ ხშირად მუზა უცნაურ ადგილებში მოსდის. ერთხელ, Billboard Awards-ის ტრიუმფატორმა სიმღერა აეროპორტის ტუალეტში დაწერა.
„ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც კი ოდესმე სიმღერა დამიწერია ეს აეროპორტია. თავში იმდენად სწრაფად მომივიდა იდეა, რომ მაშინვე ტუალეტში გავიქეცი, მოვგლიჯე ქაღალდი და ტექსტი მაშინვე ჩავწერე!.. ის ეხლაც მაქვს ჩემს ოთახში..." - განაცხადა MTV-თან მიცემულ ინტერვიუში სვიფტმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მომღერალი ამჟამად თაყვანისმცემლების გასახარებლად ტურნეს „Speak Now" მართავს.