ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:36
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » თბილისური ”ბუდა-ბარი” კახასი ნამდვილად არ არის
      16:41
      თბილისური ”ბუდა-ბარი” კახასი ნამდვილად არ არის
      საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, კახა კალაძის მეუღლე, მოდელი ანუკა არეშიძე, ამჟამად სამოდელო ინდუსტრიაში აღარ მოღვაწეობს, მაგრამ ისევ აქტიურად ეცნობა თანამედროვე მოდის სიახლეებს და ცდილობს, მოდას არ ჩამორჩეს. ანუკა არეშიძეს მილანში დავუკავშირდით.

      - როგორია ანუკას სტილი?

      - მიყვარს განსხვავებული სამოსი. ბავშვობიდან ასე ვიყავი, მაგრამ ადრე ხშირი მზერა მაკომპლექსებდა. მეგონა, თუკი მიყურებდნენ, ეს ცუდი იყო. დღეს კი, პირიქით, მომწონს, რომ მილიტარულ, სპორტულ, 40-60-იანი წლების, როკის, კოვბოურ თუ კოქტეილის სტილის სამოსს ერთნაირად ვიხდენ.

      - ვის აზრს ითვალისწინებთ ჩაცმისას?
      - საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თვითონ ვიღებ. ცხადია, კახას აზრს ვეკითხები, მაგრამ თუ მე მომწონს ის, რაც მაცვია, რაც უნდა მითხრას, მაინც ჩავიცვამ.

      - მაკიაჟი აუცილებლობად მიგაჩნიათ?
      - სწორი მაკიაჟი მომწონს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიკეთებ. 5 წელია, YSL-ის თვალის ტუშს ვხმარობ. ასევე ძალიან მომოწონს ცლინიქუე-ის მალამოები.

      - რომელ სუნამოს იპკურებთ?
      - ამჟამად - ჩჰანელ Eue Verte-ს და Chanel Beige-ს. მიყვარს გრილი სუნამოები, ოდნავ თამბაქოს სურნელი რომ დაჰკრავს.

      - თუ კარგი ჩანთა გიჭირავს და კარგი ფეხსაცმელი გაცვია, ესე იგი, კარგად გამოიყურები?
      - ჩანთა და ფეხსაცმელი ქალისთვის უმთავრესია. კარგ ფეხსაცმელს ნებისმიერ სამოსს შეუხამებ, ცუდი ფეხსაცმელი კი სამოსის იერსახესაც აფუჭებს.

      - მაღალი ქუსლები სიარულს - უფრო გრაციოზულს, სილუეტს უფრო დახვეწილს აჩენს...
      - მაღალი ქუსლები სიარულის სათანადო მანერასაც მოითხოვს. ვინც მაღალ ქუსლებზე სიარული არ იცის, ძალიან სასაცილო შესახედავია, თუმცა ისე არაფერი უხდება ქალს, როგორც სწორად შერჩეული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩემთვის მაღალ ქუსლებზე სიარული პრობლემა არ არის, 12 წლიდან მაღალქუსლიანი მაცვია. მეტიც - 4 სმ-იან ქუსლებზე ვცეკვავდი და ვვარჯიშობდი კიდეც (იცინის). ჩემი ფეხსაცმლის ქუსლის მაქსიმალური სიმაღლე 16 სმ-ია.

      - თანამედროვე ტენდენციებს თუ ითვალისწინებთ?
      - მოდის ერთ-ერთ ფუძემდებელ ქვეყანაში ვცხოვრობ, ასე რომ, იძულებული ვარ, მოდას არ ჩამოვრჩე, თუმცა არც ძველ კოლექციებს ვივიწყებ, რაც მომწონს, იმას ხშირად ვიცვამ.

      Ambebi.Ge- როგორ მოგწონთ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები?
      - საქართველოში მოდა ვითარდება და ეს ძალიან მახარებს, მეტიც, მეამაყება ქართველი დიზაინერების მიღწევები. მართალია, მათთან საგანგებოდ არაფერი შემიკერავს, მაგრამ ჩემს გარდერობში არის ბიჭოლას, ავთანდილის, ირაკლი რუსაძის, დათუნა სულიკაშვილის, თეონა თავართქილაძის ნამუშევრები. ზოგი შევიძინე, ზოგიც მისახსოვრეს.

      - რომელი უცხოელი დიზაინერი მოგწონთ ყველაზე მეტად და საერთოდ, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ სამოსის მარკას?
      - მხოლოდ მარკის გამო ძვირად ღირებული ბრენდის შეძენა არ ღირს. ბევრი უცნობი დიზაინერის სამოსი მომწონებია - იაპონელების, იტალიელების, რომლებმაც უკვე პარიზის მოდის სახლებიც დაიპყრეს.. რა თქმა უნდა, მომწონს ფრანგული მოდის სახლები.

      - ამ სეზონზე თუ განიახლეთ გარდერობი და რაზე გააკეთეთ აქცენტი?
      - გარდერობის განახლება მოვასწარი. აქცენტი ნაქსოვ ზედატანებზე, ხელოვნური ბეწვის ჩექმებსა და შუზებზე გავაკეთე.

      - პლასტიკური ქირურგია მისაღებია თქვენთვის?
      - გარეგნობაში კორექტივების შეტანის მომხრე ვარ და მივესალმები ისეთ ქალებს, რომლებსაც სურთ, უკეთესები გახდნენ, მაგრამ როდესაც ეს ჩვეულებად იქცევა, საშინელებაა. ასაკში რომ შევალ და ოქროს ძაფები დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ, რომ ლამაზი ბებია ვიყო (იცინის).

      - როგორი დამოკიდებულება გაქვთ აქსესუარების მიმართ?
      - ძვირფას სამკაულებს მხოლოდ წვეულებაზე ვიკეთებ. ძირითადად, მაღალი ხარისხის ბიჟუტერია მიკეთია. აქსესუარები ჩემი სუსტი წერტილია. ხელნაკეთი სამკაულები მიყვარს - ვგრძნობ ავტორის ენერგიას. ბეჭდის, საათის და სათვალის გარეშე შინიდან არ გავალ. 

      - დაასახელეთ ყველაზე ელეგანტური ცნობილი ქართველი ქალი და მამაკაცი.
      - საქართველოში ბევრი ელეგანტური ქალია, თუმცა მაინც გამოვარჩევდი რამდენიმეს: დალი ჩიტალაძეს, მაკა ასათიანს, სოფო ჭყონიას. ყველაზე გემოვნებიან ქალბატონებად კი ბასა ფოცხიშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე მიმაჩნია. მამაკაცებიდან ჩემს მეუღლეს კახას, აგრეთვე, ზურა ხიზანიშვილს, ლევან კობიაშვილს გამოვარჩევდი. საზღვარგარეთ ყოფნა ხელს უწყობთ, სხვადასხვა სტილი თამამად შეუხამონ ერთმანეთს.

      - თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიყეზე "ბუდა-ბარი" იხსნება, ვინაიდან თქვენს მეუღლეს კიევში მსგავსი ბარი აქვს, ყველას ჰგონია, რომ თბილისური ბარიც კახას ეკუთვნის...
      - თბილისური "ბუდა-ბარი" კახასი ნამდვილად არ არის
      .



      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 2260 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ნოემბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1234567
      891011121314
      15161718192021
      22232425262728
      2930
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41562
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7534
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან