txovna shevasruleeeeeeee - 7 იანვარს 2012 - disney
კვირა, 11.12.2016, 10:57
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1403
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » txovna shevasruleeeeeeee
      20:32
      txovna shevasruleeeeeeee
      მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი და მსახიობია.მან მიაღწია საოცარ პოპულარობას Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში,სადაც მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლს ასრულებდა.სექციების სია [დამალვა]
      1 ცხოვრების ადრეული წლები
      2 კარიერა
      3 მედია
      4 პირადი ცხოვრება
      5 დისკოგრაფია
      6 ჯილდოები და ნომინაციები
      7 ფილმოგრაფია
      8 ტურები
      9 სქოლიო
      10 რესურსები ინტერნეტში

      ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

      მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]

      თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]
      კარიერა [რედაქტირება]

      მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

      მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. [6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

      2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

      აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".

      მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

      ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

      2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

      მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
      მედია [რედაქტირება]

      ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს[9],შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი[10] , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი.[11] 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.[12],ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.[13]

      Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.[14]

      2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე. [15]

      2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი "ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში",120 მილიონით.[16]

      2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.მაილიმ ამ სიაში მე–8 ადგილი დაიკვა.
      პირადი ცხოვრება [რედაქტირება]

      2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.

      შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა მას შემდეგ მალევე შერიგდნენ.ნოემბრის დასაწყისში კი გაირკვა რომ კვლავ დაშორდნენ.
      დისკოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : მაილი საირუსის დისკოგრაფია.

      ჯილდოები და ნომინაციები [რედაქტირება] მთავარი სტატია : მაილი საირუსის ჯილდოები და ნომინაციები.

      ფილმოგრაფია [რედაქტირება]
      Doc (3 episodes, 2001-2003)
      Big Fish (2003) - Ruthie
      The Suite Life of Zack and Cody ( season 2,20 episodes, 2006)- Miley Stewart/Hannah Montana
      The Replacements ((2 episodes, 2007)- Celebrity star
      High School Musical 2/მაგარი მიუზიკლი (2007) Girl at pool
      The Emperor's New School (2 episodes, 2007) -Yata
      Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert (2008)-Herself
      Bolt (2008)- Penny
      Super Rhino (2009) -Penny
      The Suite Life on Deck (Season 1, Episode 21,2009)
      Hannah Montana: The Movie (2009) - Hannah Montanna / Miley Stewart
      The Last Song/უკანასკნელი სიმღერა (2010) - Veronica "Ronnie" Miller
      Hannah Montana (2006-2010,90 episodes) - Hannah montana/Miley Stewart
      Sex and City 2/სექსი დიდ ქალაქში 2 (2010) - herself - Miley Cyrus
      LOL: Laughing Out Loud (2011) - Lola
      Justin Bieber: Never Say Never (2011)–Herself
      So Undercover (2011)–Molly
      Saturday Night Live(2011)-Herself
      i.am FIRST: Science is Rock and Roll (2011)-Herself
      ტურები [რედაქტირება]
      Best of Both Worlds Tour (2007–08)
      Wonder World Tour (2009)
      Gypsy Heart Tour (2011)
      სქოლიო [რედაქტირება]
      ↑ Miley Cyrus braced for Disney stardom. David Hiltbrand. The San Diego Union-Tribune. 20 мая 2006
      ↑ Graff, Gary (June 19, 2009). Metro Station Ready To Roll With Miley. წაკითხვის თარიღი: August 4, 2009.
      ↑ Tan, Michelle (June 18, 2009). Miley's Sister Brandi Hits the Stage. People. Time Warner. წაკითხვის თარიღი: August 20, 2009.
      ↑ Ouzounian, Richard. “Miley Cyrus: Teen of all media“, Toronto Star, Torstar, April 4, 2009. წაკითხვის თარიღი: May 30, 2010.
      ↑ Weisz, Marni (March 1, 2009). Famous Teens: Miley Cyrus. Cineplex.com. Cineplex Entertainment. წაკითხვის თარიღი: April 13, 2009.
      ↑ Jonathan Cohen, "Cyrus Sidesteps Clarkson To Debut At No. 1", Billboard.com, July 4, 2007.
      ↑ http://www.billboard.com/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870#/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870 Billboard}}
      ↑ Springsteen, Chesney Rule Billboard Touring Awards. Billboard (2008-11-20). წაკითხვის თარიღი: 2009-04-12.
      ↑ http://www.forbes.com/2010/06/22/lady-gaga-oprah-winfrey-business-entertainment-celeb-100-10_land.html
      ↑ Beckham, David (June 3, 2009). #29 Miley Cyrus - The 2009 Celebrity 100. Forbes. წაკითხვის თარიღი: February 14, 2010.
      ↑ The Celebrity 100. Forbes (June 11, 2008). წაკითხვის თარიღი: February 14, 2010.
      ↑ http://mileycyrusworld.org/miley-cyrus-is-the-4-on-forbes-best-paid-celebs-under-30 miley cyrus is the #4 on forbes best-paid celebs under 30}}
      ↑ http://www.purepeople.com/article/celine-dion-barbra-streisand-madonna-britney-qui-est-la-chanteuse-la-plus-riche-de-tous-les-temps_a61796/1 20 World's Richest Female Singers of All-time
      ↑ Up for Discussion Jump to Forums (December 10, 2009). 2009 Artists Of The Year. ბილბორდი. წაკითხვის თარიღი: June 4, 2010.
      ↑ Hollywood’s Top-Paid Tweens. Lacey Rose. Forbes. 8 апреля 2008
      ↑ http://www.ahlanlive.com/top-10-richest-teens-in-hollywood-117810.html
      რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

      ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
      მაილი საირუსი
      ოფიციალური ვებგვერდი
      ოფიციალური Facebook
      ოფიციალური Myspace
      მაილი საირუსი „Twitter“-ზე
      (ინგლისური) მაილი საირუსი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში ეს სტატია მუსიკის შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი.
      [დამალვა]
      ხ • გ • რ
      მაილი საირუსი

      დისკოგრაფია · ჯილდოები და ნომინაციები · სიმღერები

      სტუდიური ალბომები Meet Miley Cyrus · Breakout · Can't Be Tamed

      EP დისკები The Time of Our Lives

      ცოცხალი ჩანაწერები Best of Both Worlds Concert

      სინგლები See You Again · Start All Over · 7 Things · Fly on the Wall · The Climb · Party in the U.S.A. · When I Look at You · Can't Be Tamed · Who Owns My Heart

      ტურები Best of Both Worlds Tour · Wonder World Tour · Gypsy Heart Tour

      სხვა ჰანა მონტანას დისკოგრაფია · მაილი სტიუარტი · Miles to Go
      კატეგორია: Miley cyrus | ნანახია: 271 | დაამატა: justin777 | რეიტინგი: 5.0/1
      სულ კომენტარები: 1
       
      1 -Name: jonasa9767 
      date: (07.01.2012 21:41)
       




      0  
      Spam


      Answer


      getImage-5- getImage-5-
      answer:

       
       
       
       
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  იანვარი 2012  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
            1
      2345678
      9101112131415
      16171819202122
      23242526272829
      3031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 27883
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 9004
      თხოვნები <3
      კომენტარები: 308 ნანახია: 6754
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 6193
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 5206
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 4928
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 4357
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 4228
      ზღვის ძალიან ლამაზი სურათები
      კომენტარები: 0 ნანახია: 3967
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან