26 ოქტომბერს ნიუ-იორკის მაცხოვრებლებმა ქალაქის ცენტრში 25-მდე ზომბი შენიშნეს. როგორც Washington Post-ი იუწყება - სერიალ 'მოსიარულე მკვდრები'-ს შემქმნელები ცდილობენ შეახსენონ ამერიკელებს, რომ მალე სერიალის პრემიერაა. სერიალის პირველი ეპიზოდის ოფიციალური ჩვენება 31 ოქტომბერს ჰელოუინზეა დაგეგმილი. სერიალის რეკლამირების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზომბები ქუჩებში გამოჩნდებიან. როგორც იუწყებიან, სერიალი გავა ვაშინგტონში, მადრიდში, მიუნხენში, ათენში, რომში და სხვა დიდ ქალაქებში. ასეთი სახის სარეკლამო კამპანია Fox-ისა და AMC-ს მიერაა ორგანიზებული.
|