გთავაზობთ იმ ადამიანთა ფოტოებს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისტორიაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პორტრეტთა ნუსხით…
ავღანელი გოგონა – ითვლება, რომ მწვანე თვალები, ეს გენეტიკური დამახასიათებელი ნიშანი გამოჩნდა მონღოლთა დროს, ჩინგისხანის მმართველობის დროს. ფოტოგრაფი – Steve McCurry.
ეს ფოტო გადაღებულია 1969 წელს. ნილ არმსტრონგი (Neil Armstrong) და ბაზზ ოლდრინი (Buzz Aldrin), პირველი ასტრონავტები იყვნენ, რომელთაც დააბიჯეს მთვარის ზედაპირზე.
მუხამმედ ალი – ამერიკელი მოკრივე. მისი ნამდვილი სახელი და გვარი კასსიუს კლეი (Cassius Clay). 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974). სახელი გამოიცვალა ისლამზე მოქცევის გამო.
ვუდი ალლენი (Woody Allen). ალლენი – ცნობილი კინორეჟისორია. სწორედ იგია არაჩვეულებრივი ფილმის (Annie Hall) რეჟისორი.
მარია – ანტუანეტტა (Marie Antoinette) – საფრანგეთის ბოლო დედოფალი.
ჟანნა დარკი (Jeanne d’Arc) – ორლეანელი ქალწული, საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის დროს (1337—1453) ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.
ლეს არმსტრონგ (Lance Armstrong) – ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ველომრბოლელი იყო. 1999 წელს წლის ათლეტად დასახელდა. ხოლო 2002 წელს ჟურნალმა Sports Illustrated იგი წლის სპორტსმენად აღიარა. არმსტრონგი პროფესიული ველორბოლიდან 2005 წლის 24 ივლისს წავიდა, ტურ დე ფრანსის შეჯიბრის დამთავრების შემდეგ.
ლუის არმსტრონგი (Louis Armstrong) – ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.
ნილ არმსტრონგი (Neil Armstrong) – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის ინჟინერი. პირველი ადამიანი რომლმაც ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე.
ფრედ ასტერი (Fred Astaire) – ამერიკელი კინოს და ბროდვეის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მომღერალი და მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილია ჯინჯერ როჯერსთან ერთად შესრულებული ათი მიუზიკლით. მისი განუმეორებელი საცეკვაო ნიჭი და ტექნიკა ბევრი კრიტიკოსის აზრით მას ჰოლივუდის ისტორიაში საუკეთესო მოცეკვავის ტიტულს აკუთვნებს.
ალექსანდერ გრეჰამ ბელლ (Bell, Alexander Graham) – ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფლიოში ტელეფონის გამოგონებით.
მარლონ ბრანდო (Marlon Brando) – ოსკარის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მონაწილეობდა ფილმებში "სურვილის ტრამვაი” (A Streetcar Named Desire) და "წყლის პირას” (On the Waterfront), ორივე მათგანი ელია კაზანის რეჟისორობით დაიდგა ადრეულ 1950-იანებში. მის სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით, უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმს დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, შონ პენი, რასელ ქროუ, ჯეკ ნიკოლსონი და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
ჰამფრი ბოგარტ (Humphrey Bogart) – ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავი იყო. იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორიცაა: „The Maltese Falcon" და „Casablanca".
ნაპოლეონ ბონაპარტი (Napoleon Bonaparte) – ნაპოლეონი იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, მას ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში.
ბონო (Paul David Hewson) – ირლანდიელი როკ – მუსიკოსი, როკ ჯგუფის U2 ვოკალისტი.
ალ კაპონე (Alfonso Capone) – განთქმული ამერიკელი განგსტერი, რომელიც ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა 1920-30-იან წლებში. დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და სუტენერობით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა (იტალიურ მაფიაში) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.
ფიდელ კასტრო (Fidel Alejandro Castro) – კუბელთა რევოლუციური ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 და პრეზიდენტი 1976 წლიდან.
ჩარლზ ჩაპლინი (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) – ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას.
იესო ქრისტე – ამ სურათს 1940 წლიდან აქვს 500 მილიონი ასლი, რომელიც თავისთავად ხდის, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ნამუშევარს.
უინსტონ ჩერჩილი (Sir Winston Leonard Spencer-Churchill) – გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორით. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.
კურტ დონალდ კობეინი (Kurt Donald Cobain) – იყო ამერიკელი მუსიკოსი. ის ცნობილია როგორც სიეტლურ ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი, კობეინმა დააარსა ჯგუფი ნირვანა 1987 წელს კრის ნოველიკთან ერთად. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომია. ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია. 1994 წლის 8 აპრილს კობეინი იპოვეს მკვდარი თავის სახლში სიეტლში. მისი სიკვდილის მიზეზი იყო თვითმკვლელობა. მას ქონდა თავში ნასროლი საფანტის იარაღი.
ქრისტეფორე კოლუმბი (Cristoforo Colombo) – იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.
სალვადორ დალი (Salvador Dalí) – ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
ლეონარდო და ვინჩი (Leonardo da Vinci) – აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
ჩარლზ დარვინი (Charles Darwin) – ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
ბეტი დევისი (Bette Davis) – ცნობილი მსახიობი, ორი კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კინოს, ტელე და თეატრის მსახიობი.
მაილს დევისი (Miles Dewey) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსია. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დროდადრო კონფრონტაციული, პერსონალიით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო გახლდათ.
შარლ დე გოლი (Charles de Gaulle) _ იყო ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც "გენერალი დე გოლი”.
ჯეიმზ დინი (James Dean) – იყო ამერიკელი მსახიობი. ითვლება ყველაზე ლამაზ ამერიკელ მსახიობად. საყოველთაო მოსაზრებით ალენ დელონთან ერთად (ან მის შემდეგ) ჯიმი ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელი პერსონაა. დინი ამერიკული ახალგაზრდობის კერპი იყო, 24 წლის ასაკში გარდაცვალებამ ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
პრინცესა დიანა (Diana Princess) – დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს სანდრიგემში, დაიღუპა პარიზში 1997 წლის 31 აგვისტოს. ის იყო პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე.
ჩარლზ დიკენსი (Charles Dickens) – ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.
მარლენ დიტრიხი (Marlene Dietrich) – გერმანელი მსახიობი და მომღერალი. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმ დროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven) – გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. მას 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა.
დალაი ლამა – ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერია, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდხისავატას, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.