მონიკა ბელუჩი, რომელმაც ხუთი თვის წინ იმშობიარა, მამაკაცების ჟურნალ "Men's style"-ის გარეკანზე მოხვდა. წითელ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი თმაგაშლილი მონიკა ორჯერ უფრო ახალგაზრდად გამოიყურება.
ფოტოზე ვარსკვლავი საცურაო აუზიდან ამოდის და პირველი, რაც თვალში გხვდებათ, მისი ღრმა დეკოლტეა. წლებისა და ორჯერ მშობიარობის მიუხედვად, მსახიობს შეუძლია საკუთარი სხეულით იამაყოს. მშობიარობიდან ექვს კვირაში მონიკა "Martini Gold"-ის რეკლამაში გადაიღეს. საოცარია, რომ მსახიობი ფორმის შესანარჩუნებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.
კინოვარსკვლავი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად მაკარონი უყვარს და დიეტასაც იშვიათად იცავს. "ყველაფერს ვჭამ, თუმცა ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მიყვარს. თუ როლისთვის წონაში დაკლება მჭირდება, მხოლოდ ხორცს, თევზსა და ხილს მივირთმევ და მაშინვე ვხდები. ზოგჯერ კი, პირიქით, გასუქება მჭირდება და ასეთი როლები ძალიან მიყვარს", - აცხადებს მონიკა "Daily Mail"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ არასდროს ვარჯიშობს.
"ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ეს თითქმის შეუძლებელია. სპორტდარბაზში სიარულს შავი ფერის ტანისამოსის ჩაცმა მირჩევნია. ეს უფრო პრაქტიკული და სახალისოა", - აღნიშნა მან.
|