|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » 72 წლის ქალი მეორე შვილს აჩენს
17:38 72 წლის ქალი მეორე შვილს აჩენს |
72 წლის ადრიანა ილესკუ, რუმინელი მწერალი და უნვერსიტეტის პროფესორი, 5 წლის ქალიშვილის, ელისის დედაა.
2005 წელს ილესკუმ 66 წლის ასაკში იმშობიარა და მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი დედა გახდა.
ის აცხადებს, რომ ისევე გამოიყურება, როგორც მისი ასაკის ყველა ქალი, თუმცა ენერგიულობას არ უჩივის.
"ვცდილობ სარკეში არ ჩავიხედო, საკუთარი ანარეკლი არ მომწონს, - აცხადებს 72 წლის ქალბატონი, - მაგრამ მე სასიცოცხლო ძალების დიდი მარაგი მაქვს. არ ვსვამ, არ ვეწევი და თუ იმდენ ხანს ვიცოცხლებ, რამდენიც ჩემმა მშობლებმა, მაშინ იმ დროს გარდავიცვლები, როდესაც ელისი 20 წლის იქნება".
ილესკუ მიღწეულით არ კმაყოფილდება და ამბობს, რომ მეორე შვილსაც გააჩენს, თუმცა მოვლენების დაჩქარება არ სურს.
"სამედიცინო თვალსაზრისით, ეს შესაძლებელია, - აცხადებს ის. - ჯანმრთელი ვარ და ვფიქრობ, რომ მომავალში მეორე შვილის გაჩენასაც შევძლებ, მაგრამ არ მინდა, ავჩქარდე".
ილესკუ პირველად 20 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ექიმებმა მას აბორტის გაკეთება ურჩიეს. მომდევნო წლების განმავლობაში მას შვილის გაჩენის საშუალება აღარ ჰქონია, რადგან კარიერით იყო დაკავებული. 66 წლის ასაკში კი ხელოვნური განაყოფიერების გზით ადრიანა ელისზე დაფეხმძიმდა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 825 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|