გთავაზობთ თვალი გადაავლოთ საშემოდგომო კოლექციის ერთ–ერთ ნიმუშს, რომლის ავტორიც – Alexander McQueen–ი გახლავთ. მოდელი განხორციელებულია ნატურალური ტყავის მასალით, რომელიც ელვითა და 3–3 ბალთითაა შესრულებული. ორიგინალურ ნიმუშს 4 სმ–ის სიმაღლის პლატფორმა და 15 სმ–იანი ქუსლი აქვს, რომლებიც ძალზედ შთამბეჭდავადაა ყვავილებით გრავირებული. უფრო მეტ ნათელს, კი მომდევნო ფოტოები მოჰფენს ყოველივე ზემოთ თქმულს:
აქვე შემოგთავაზებთ – Alexander McQueen–ის, 2010–2011 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ფეხსაცმელთა და აქსესუართა მცირე ნიმუშებსაც:
Alexander McQueen.
ბრიტანელი დიზაინერი – Lee McQueen-ი, რომელმაც შემდგომ, სამოდელო
კარიერაში სახელი – Alexander McQueen–ად დაიმკვიდრა, 1967 წლის 17 მარტს
ლონდონში დაიბადა. მან ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გადაწყვიტა გეზი სამოდელო
დიზაინერობისაკენ აეღო, სკოლა მიატოვა და გამოცდილებისა და სწავლის
შესაძენად – Savile Row–ს მკერავებს: Anderson–სა და Shepherd–ს მიმართა.
მისი ინტერესის, მუყაითი შრომისა და უზადო ტალანტის ქონის თამნხვედრობის
შედეგად – Alexander McQueen–მა მალე დაიწყო აღმასვლა. იგი ბრიტანეთის
„წლის საუკეთესო დიზაინერად" დასახელდა შემდეგ წლებში: 1996, 1997 (ამავე
წელს მან – Givenchy–ს სახლიდანაც მიიღო მიწვევა), 2001–სა და 2003–ში.
2000 წელს მისით – Gucci დაინტერესდა, რამაც – Givenchy–სთან მისი
ურთიერთობის გაწყვეტა განაპირობა. 2003–ში Alexander McQueen–ი ამერიკის
სამოდელო დიზაინერთა საბჭოს მიერ საპატიო ჯილდოთი დაჯილდოვდა. 2007–ში
ნიჭიერმა დიზაინერმა ბუტიკები გახსნა: ლას ვეგასში, ნიუიორკში, მილანსა და
მსოფლიოს კიდევ სხვა უამრავ ქალაქებში, სადაც მის მიერ წარმოებული
პროდუქცია დიდ წარმატებას იმსახურებდა და არაერთი ცნობილი პიროვნების
გარდერობს ამშვენებდა.
2010 წლის 11 თებერვალს, კი წარმატებული დიზაინერი საკუთარ სახლში
გარდაცვლილი აღმოაჩინეს (რაც დედამისის გარდაცვალების შემდგომ სულ
რამდენიმე დღეში მოხდა), რამაც მსოფლიო მოდის სამყაროს დიდი დაღი დაასვა –
უდიდესი დანაკლისის სახით.
Alexander McQueen.