წყვილმა ბიჭს ეგიპტ დაუდ დანი დაარქვა. 29 წლის მომღერლის ახალშობილი მისი მეუღლისთვის, რეპერ სვიზ ბიტისთვის მეოთხე შვილია. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა ოფიციალურად 2010 წლის 31 ივლისს გააფორმეს. ისინი ერთმანეთს 2008 წლიდან ხვდებოდნენ.
სვიზმა სიხარული ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ”ტვიტერის” პირად გვერდზე გამოხატა: "რაც ბედმა მომცა, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ".
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ალიშა ქისმა, 2001 წელს თავისი პირველი ალბომისთვის 12 გრემი მიიღო. მეუღლე სვიზ ბიტი კი სოლო ალბომის გამოშვებამდე რეპ-ჯგუფის პროდიუსერი იყო. ბავშვის დაბადებამდე იგი ხშირად ამბობდა, რომ "ალიშა კარგი მშობელი იქნებოდა, იგი დედობისთვის მზადაა".
|