4 ნომინაციიდან ოთხი ჯილდო მოიპოვა ჯასტინ ბიბერმა ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე. 2010 წლის 21 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, ნოკიას თეატრში ამერიკული მუსიკის დაჯილდოების 38-ე ცერემონიალი შედგა და მისი ტრიუმფატორი ბევრისდა გასახარად 16 წლის კანადელი შემსრულებელი, ჯასტინ ბიბერი გახდა.
წლის არტისტი, საუკეთესო პოპშემსრულებელი, საუკეთსო ალბომის ავტორი და საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი - ეს იმ ჯილდოთა ჩამონათვალია, რომლების მოპოვებაც ჯასტინმა მოახერხა და კეიტი პერი, ლედი გაგა და ბევრი მათნაირი მშრალზე დატოვა. ლედი გაგამ საუკეთესო პოპმომღერალი ქალის ჯილდო დაიმსახურა, საუკეთსო ბენდი კი Black Eyed Peas გახდა.
ემინემმა საუკეთსო ჰიპ-ჰოპალბომისა და საუკეთესო რეპშემსრულებლის ნომინაციებში გაიმარჯვა, ხოლო აშერი საუკეთსო R’n’B შემსრულბლის სტატუსით დაუბრუნდა მშობლიურ ვილას.
ასე რომ, მორიგი დაჯილდოება ისევ ჯასტინ ბიბერის ასპარეზად იქცა - როგორც ხედავთ, ჯასტინ ბიბერი ტინეიჯერთა ერთპიროვნულ კერპობას ჯერ ისევ ინარჩუნებს.