Movie Line-ის ცნობით ამერიკის ერთ-ერთ კინოთეატრში, მშობლებთან ერთად მისულ ბავშვებს, ანიმაციური ფილმის 'მეგატვინი'-ს ნაცვლად, საშინელებათა ფილმი 'ხერხი 3-D' ჩაურთეს. ინციდენტი რამოდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც კინოთეატრის ადმინისტრაცია იუწყება, ეს შეცდომით მოხდა. ფილმი მალევე გამორთეს, მაგრამ ბავშვებმა რამოდენიმე კადრის ნახვა მაინც მოასწრეს. მშობლებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა ბავშვის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს ძალიან შეეშინდა და, რომ ბავშვს მას შემდეგ კოშმარები ესიზმრება. კომპენსაციის სახით ბავშვებს კინოთეატრმა უფასო ბილეთები შესთავაზა, ნებისმიერ სეანსზე.
|