-პანჩური დამარტყი,-დაარტყავს.
-კიდე დამარტყი-დაარტყავს
სვანი თავის მეგობარს გასძახებს :
ზაურ, შენი გადახდილია!
სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო
სვანს აჩვენებენ ჭას და ეტყვიან:
შენი წინაპრები აქედან სვამდნენ წყალსო.
სვანი:ვახ მაგ შობელძაღლებს რამხელა კისერი ქონიათო…
მიხოს ეკთხებიან რამ მოკლა შენი სიდედრი?
-შხამიანი სოკო შეჭამა და…
-და თვალი რატომ ქონდა დალურჯებული?
- თავიდან არ ჭამდა…!!
მთვრალი უვლის გარშემო ჭას, თან თავისთვის ბუტბუტებს:
- სადმე თუ არ გადავძვერი, ამ ღობეს ბოლო არ უჩანს რა…
სვანი დგას ავტობუსის გაჩერებასთან, მივიდა მეორე სვანი და ეკითხება:
- შენ რა ნომერს უცდი?
-მე 2 ნომერს, შენ?
-მე 5 ნომერს.
მოვიდა 25 ნომერი ავტობუსი და ორივე ავიდა
სვანი ჩავარდება ორმოში, წვალობს წვალობს და ვერ ამოდის. დაიღალა და დაჯდა. რომ დაiსვენა ასე თქვა:
- ერთხელ კიდე ვცდი და თუ ვერ ავედი მერე სახლში წავალო
სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვება.
სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.
ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…
კორეული რესტორანში კაცი შედის ძაღლთან ერთად და ადმინისტრატორი საყვედურობა: -აქ საკუთარი საჭმლით შემოსვლა აკრძალულია.
გადავირიე კაცო, გუშინ ეს რა წავიკითხე… -ამბობს სვანი, ქვრივი ქალები ქმრებზე დიდ ხანს ცხოვრობენ თურმე.
რა გითხრა შენმა ცოლმა, საყვარელთან ჩახუტებულს რომ შემოგისწრო? -არაფერი, ორი კბილი ისედაც ამოსაღები მქონდა
მამი, მამი სკოლაში დიდთავას მეძახიან. -მერე შვილო სცემე. -ხო მაგრამ როგორ, ვიწრო დერეფნებში დარბიან.
სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს, შემთხვევით შეეშლება და თავის ტყუპისცალ ძმას მოკლავს.
-სანიტარო, საით მივდივართ? -მორგში. -მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ? -ჯერ არც მივსულვართ.
სვანს ეტყვიან ბავშვი მომინათლეო.- მე მონათვლისა არ ვიცი, ჩემიც სხვას მოვანათლიეო-უპასუხებს სვანი
რაჭველს პურზე გაგზავნიან და თან ეტყვიან: -თუ ერთ მაღაზიაში არ იყოს, მეორედან წამოიღე. ცოტა ხნის შემდეგ რაჭველი ხელცარიელი ბრუნდება. -პური რატომ არ მოიტანე? – ჰკითხავენ. -ორივე მაღაზიაში იყო და რომლიდან წამოვიღო?
ბავშვები საუბრობენ:
- მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!
- მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!
სვანი ურეკავს შეყვარებულს,დღეს ჩემთან არავინ არ იქნება და ამოდიო.მივა შეყვარებული და მართლა არავინ დახვდება სახლში.
სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან: – თქვი ღმერთმა მარტო სომხისთვის გვამუშაოსო. ქართველები არ იძახიან და სომხები მაგრად ცემენ. გამოივლის იმერელი და იმასაც იგივეს მოთხოვენ. იმერელი ეტყვის: – ღმერთმა ოღონდ სომხისთვის მამუშაოს და თუ უნდა შაბათ -კვირასაც არ დამასვენოსო. სომხებს გაუხარდებთ, დასვამენ იმერელს და მაგრად აქეიფებენ. მერე ერთს ეჭვი შეეპარება და იმერელს შეეკითხება: – რად მუშაობ? – მეკუბოვე ვარ! – უპასუხებს იმერელმა…
-მამა და შვილი სეირნობენ -შვილი: მამა ლოთი რას ნიშნავს? -მამა: აი ხო ხედავ იქ 4 ხე როა, ხოდა ლოთებს 8-დ ეჩვენებათ, ხო მიხვდი? -შვილი: კი მივხვდი, მაგრამ იქ 4 კი არა 8 ხეა.
სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად…
ხეზე იჯდა ორი ჩიტი, მეორე განსაკუთრებით