ანჯელინა ჯოლი ორსულადააა.. იგი უკვე 3 თვის ფეღმძიმეა ;)
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მრავალშვილიან ოჯახს რამდენიმე თვეში კიდევ ორი პატარა შეემატება - წყვილი ტყუპს ელოდება.
ეს ამბავი ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა აცნობა და ისიც დასძინა, რომ 36 წლის ლამაზმანი ფეხმძიმობის მესამე თვეშია და ამჯერად ტყუპ ვაჟს ელოდება. "თავიდან ამ ამბავს ვერც კი იჯერებდნენ, მათთვის ეს მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო.
წყვილი ამას ღვთის წყალობად მიიჩნევს. მისის და მისტერ პიტები დროებით ამ ამბის საიდუმლოდ შენახვას ამჯობინებენ და მხოლოდ რამდენიმე ახლობელს გაუმხილეს", - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი. ინფორმაცია ჯოლის ფეხმძიმობის შესახებ ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის. შეგახსენებთ, რომ წყვილი 6 ბავშვს ზრდის, რომელთაგან 3 ნაშვილები ჰყავს.