ფრანკლინ მეიერმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანჯელინა ჯოლის წლების განმავლობაში ნარკოტიკებს აწვდიდა, "Life & Style magazine"-თან ინტერვიუში, ვარსკვლავის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ათი წლის წინ ჯოლი ერთ-ერთ ტელეგადაცემაში კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მეიერი ამტკიცებს, რომ შოუს დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგაც, მსახიობმა მისგან კოკაინი შეიძინა. შოუში მსახიობი არაბუნებრივად იქცეოდა, მას საუბარი ერთი თემიდან მეორეზე გადაჰქონდა. ხოლო როცა ანჯელინას კინოში ნათამაშებ ნარკომანის როლზე ჰკითხეს, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ეს პერსონაჟი "მისი ნაწილი გახდა".
ნარკოდილერის თქმით, ჯოლი მან ერთ-ერთ სასტუმროში, 1997 წელს გაიცნო. როგორც მეიერი ამტკიცებს, ჯოლი მისი მუდმივი კლიენტი იყო და მისგან ჰეროინსა და კოკაინს ყიდულობდა. ”მან მითხრა, რომ ბავშვის აყვანა სურს. მე შოკში ვიყავი, მას დოზა ახალი მიღებული ჰქონდა და შვილის აყვანაზე ლაპარაკობდა”.
1998 წელს მსახიობმა ღიად განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო. ანჯელინას თქმით, მას კოკაინი, ჰეროინი, მარიხუანა გასინჯული ჰქონდა. "ნარკოტიკი საშიშია, მე ის დიდი ხნის წინ გადავაგდე", - ამბობდა ჯოლი.
|