ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ოთხი წლის ქალიშვილს მკვდარი ჩიტი აჩუქა. პატარა შაილომ მკვდარი ფრინველი ეზოში იპოვა და შინ მიიყვანა.
გოგონას ჩიტის დატოვება სათამაშოს სახით სურდა. "ძვირფასო, არა მგონია, ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს", - ანჯელინა ბავშვის გადარწმუნებას ამაოდ ცდილობდა. გოგონას ფრინველთან გარშორება არ სურდა. ამიტომ მსახიობმა გადაწყვიტა მისთვის ჩიტის ფიტული ეჩუქებინა.
"იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა, რადგან მკვდარი ფრინველის სახლში გაჩერება არაჰიგიენურია", - ვარსკვლავის სიტყვებს "The Sun" ციტირებს.
უცნობია, ანჯელინას ბავშვისთვის ცოცხალი ჩიტის ყიდვა აზრად რატომ არ მოუვიდა.