ედინ სარკიჩმა, Scout Film-ის პროდიუსერმა აცნობა Reuters-ის სააგენტოს, რომ ბოსნიის კულტურის სამინისტრომ, როგორც იქნა, ნება დართო ანჯელინა ჯოლის მათ ქვეყანაში გადაიღოს ფილმი. ბოსნიის მთავრობას, რომ უარი ეთქვა მათ ქვეყანაში ფილმის გადაღებებზე, ანჯელინას და გადამღებ ჯგუფს გადაღებებისთვის ბოსნიის ნაცვალად სხვა ევროპული ქვეყნის მოძებნა მოუწევდათ. ახლა გადამღები ჯგუფი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებებს ბოსნიაში ასოციაცია 'ქალები - ომის მსხვერპლნი' აღუდგა წინ. თვითონ ანჯელინა თვლის, რომ სცენარში არაფერია კრიმინალური და ისეთი, რომ ამხელა წინააღმდეგობა მოჰყოლოდა. გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, სარაევოში.
|