Apple საკმაოდ სენსაციურ განცხადებას აკეთებს. კომპანია მუშაობს ახალ მოწყობილობაზე, რომლის საშუალებით სამგანზომილებიანი გამოსახულების დანახვა უსათვალოდ იქნება შესაძლებელი. შეიქმნება სპეციალური ეკრანი, რომლის საშუალებითაც ადამიანის ტვინი თავად მოახდენს გამოსახულების კონვერტირებას 3-D-ში. თავდაპირველად ახალ ტექნოლოგიებს კომპიუტერების ეკრანზე გამოცდიან. თუ ეს გაამართლებს, კინემატოგრაფებს ახალი თავისტკივილი გამოუჩნდებათ - მათ მოუწევთ გადაღების თავიდან სწავლა. კომპანიამ უკვე დააპატენტა მოგონილი ტექნოლოგია, ასე რომ შემდეგ წელს პირველ ცდებსაც ჩაატარებენ.