ყველასათვის კარგად ცნობილმა კომპანია – Apple–მა, გუშინ სან–ფრანცისკოში პრეზენტაცია მოაწყო საკუთარი პროდუქციის სიახლის შესახებ, რომელიც ამჯერად – iPad 2 გახლავთ. პრეზენტაციაზე თავად კომპანიის ხელმძღვანელი – Steve Jobs–ი წარსდგა, რომელიც ავადმყოფობის გამო დროებით ვეღარ ანხორციელებს დაკისრებულ საქმიანობას.
წარმოდგენილი – iPad 2 მის წინამორბედზე გაცილებით უფრო თხელი სახით, გაცილებით სწრაფი პროცესორით, გაუმჯობესებული დიზაინით და HDMI–თ აღჭურვილი მოგვევლინა. სიახლეს, რომელიც 2 ფერში – შავსა და თეთრშია შემოთავაზებული, ასევე 2 კამერა აქვს, რომელთაგან ერთი წინ, ხოლო მეორე უკანა პლანზეა განთავსებული. მოცემული 2 კამერიდან ერთ–ერთით შესაძლებელია ვიდეოზარების განხორციელება.
რაც შეეხება საფასურს, იგი 499 დოლარიდან (16 Гб, WiFi) 829 დოლარამდე (64 Гб, WiFi+3G) მერყეობს. აშშ–ი – iPad 2–ის გასაყიდ ქსელში გამოჩენას 11 მარტიდან ელიან, ხოლო კანადაში, ავსტრალიაში, მექსიკასა და დასავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სიახლე მარტის ბოლოდან გაიყიდება.