ახალგაზრდა დიზაინერმა – John Baltazar–მა და ასევე – Hussain–ისა და Ali Almossawi–ს დუეტმა ერთობლივად შეიმუშავეს ავტომობილი – Astrum Meera–ს კონცეპტი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა მომხიბვლელი, არამედ აღჭურვილია: უკანა ხედის სარკეებით, ჩამონტაჟებული მინი კამერებით და ოპტიმალური ნავიგაციით. Astrum Meera, რომლის ამსახველ ფოტოკოლაჟსაც ჩვენ ამჯერად შემოგთავაზებთ, კიდევ სხვა უამრავი სიახლის მატარებელია.