წელს – Quattro საკუთარ 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და კონცეპტიც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ავტომობილი ამ ხნის მანძილზე. Audi Quattro – ეს გახლავთ 5 ცილიდრიანი ძრავის მქონე ავტო, რომელიც 408 ცხენის ძალის მქონეა და 100 კმ/სთ–ის გაქანება 3,9 წამში ხელეწიფება. კონცეპტი აგებულია მოდელ – Audi RS5–ის პლატფორმაზე, რომელსაც ოდნავ შემცირებული საბურავთა ბაზა, ძარის უკანა ნაწილისა და სახურავის დადაბლებული ხაზი, ალუმინისგან შექმნილი ძარის მნიშვნელოვანი ნაწილები, კარბონის კაპოტი და საბარგულის საფარი გააჩნია. ავტმობილი 1300 კგ–ს იწონის, ეს გახლავთ ზუსტად ის წონა, რაც მის 1980 წლის წინამორბედს გააჩნდა.
|