25 წლის ებრაული წარმოშობის მოდელი – Bar Rafaeli მსოფლიოს ლამაზმანთა შორის მოიხსენიება. ამჯერად, კი შემოგთავაზებთ ფოტოკოლაჟს, სადაც ლამაზმანი – Bonita de Mas–ის მიერ წარმოებულ, ქალის შიდა საცვალს უწევს რეკლამირებას:
Bar Rafaeli დაიბადა 1985 წლის 4 ივნისს ისრაელში, კერძოდ ქალაქ – Hod HaSharon–ში. სამოდელო კარიერა, რომელსაც ლამაზმანი დღემდე წარმატებულად ართმევს თავს, მისთვის უცხო არ ყოფილა, რადგანაც დედამისი – Tzipi Levine–ი 70–ანი წლების, ისრაელის წარმატებული მოდელი იყო. Bar Rafaeli–ს სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკიდან დაიწყო. 2005 წელს მან „წლის საუკეთესო მოდელი"–ს ტიტული მოიპოვა ისრაელში, იგი არაერთხელ ამშვენებდა თელავივის ბილბორდებსა თუ ისეთ წარმატებულ ჟურნალების ფურცლებს, როგორებიცაა: ფრანგული – ELLE–ი, იტალიური Maxim, თუ GQ და სხვა. მონაწილეობა მიიღო ბრაზილიური სამოსის – Besni–ს, ასევე – Hurley–სა და – Diddy–ს დემონსტრირებაში; აგრეთვე იტალიური საიუველირო ნაწარმის – Marco Bicego–ს, Rampage–ს, Morellato–ს კოლექციათა ჩვენებაში; იგი ასევე ფრანგული ფირმა – Passionata–სა და ლივერპულის ფეშენ–ფესტივალის 2010 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის სახე გახლავთ. და ბოლოს, 2005 წლიდან მოყოლებული 2009 წლის ჩათვლით, ტაბლოიდთა ყურადღების ცენტრში მყოფი, როგორც ლეონარდო დი კაპრიოს მანდილოსანი (მათი ურთიერთობა 4 წელიწადს გაგრძელდა და დაცილებით დამთავრდა). აი, ეს ის ცოტა რამ, რაც ჯერ მხოლოდ 25 წლის გოგონამ შეძლო.