ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა და მისმა მეუღლემ ვიქტორიამ განაცხადეს, რომ ზაფხულში მეოთხე შვილი შეეძინებათ. ცოტა ხნის წინ ვიქტორიამ ჟურნალ ”ვოგთან” ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კიდევ ერთი შვილის გაჩენას აპირებდა. ”ალბათ, ოდესმე კიდევ ერთი შვილი გვეყოლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა გოგონას გაჩენის შანსები ნაკლებია”, - განაცხადა მაშინ ვიქტორიამ.
ამჟამად ბექჰემები კალიფორნიაში ცხოვრობენ და მათ სამი ბიჭი ჰყავთ. დევიდი და ვიქტორია 1999 წელს დაქორწინდნენ.