|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ბელგრადში ანჯელინა ჯოლის ფილმის პრემიერაზე 12 კაცი მივიდა წყარო
18:34 ბელგრადში ანჯელინა ჯოლის ფილმის პრემიერაზე 12 კაცი მივიდა წყარო |
ბელგრადში ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ფილმის - "სისხლისა და თაფლის მხარეში" პრემიერაზე მხოლოდ 12 ადამიანი მივიდა. მათგან რამდენიმემ ფილმის ბოლომდე ყურებაც ვერ შეძლო. კინოთეატრიდან გამოსული მაყურებლები ჟურნალისტებს აღშფოთებულები უყვებოდნენ, რომ "ეს ფილმი სულაც არ არის სიყვარულზე და მსგავსი ფილმების გადაღება სირცხვილია". ჯოლის ფილმი ბოსნია-ჰერცოგოვინაში სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი, მუსულმანი ქალია, რომელსაც ბანაკის მცველი სერბები გამუდმებით აუპატიურებენ. სურათმა ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები გამოიწვია ბოსნია-ჰერცოგოვინაში. სერბეთის ხელისუფლებამ ჯოლის ფილმის ჩვენება აკრძალა და მას "ნაგავი" უწოდა, ბოსნია-ჰერცოგოვინას მუსლუმანური ნაწილი კი მას დადებითად შეხვდა.[/b]
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 978 |
დაამატა: ViiKii
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|