გარდა იმისა, რომ ჯასტინ ბიბერი ნიჭიერებით გამოირჩევა, თურმე, 16 წლის ვარსკვლავი დიდი შურისმაძიებელიც ყოფილა. მან Twitter-ის ექაუნთზე ფანის ნომერი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ბიჭმა ბიბერის მეგობრის, რაიან ბატლერის ექაუნთზე იჰაკერა და ჯასტინის ნომერს გამოჰკრა ხელი. კევინმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ჯასტინმა მასზე შური იძია. საკუთარი ექაუნთის გაუქმებამდე კი მომღერალი საკმაოდ უხეშადაც მოიხსენია. თუმცა, შემდეგ განაცხადა, რომ ის ბიბერის ფანად რჩება ასეთი ინცინდენტის მიუხედავად. კევინის ნომრის გამოქვეყნების შემდეგ, ბიჭი ისე შეწუხდა ზარებით, რომ YouTube-ზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს, რომ მას გამუდმებით ურეკავენ შემსრულებლის ფანები. ასე რომ, ჯასტინმა ბრჭყალები გამოაჩინა. გიყვარდეთ, მაგრამ გეშინოდეთ