|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 19 » ბრიტანეთის ტელევიზიაში ბიონსეს სარეკლამო რგოლი აკრძალეს
17:42 ბრიტანეთის ტელევიზიაში ბიონსეს სარეკლამო რგოლი აკრძალეს |
ბიონსეს მიერ გამოშვებული სუნამო Heat-ის სარეკლამო რგოლის ჩვენება, რომელშიც თავად მომღერალი მონაწილეობს, ბრიტანეთის ტელევიზიის დღის ეთერში აკრძალეს.
რეკლამის აკრძალვას მშობლები ითხოვენ, რომლებიც შიშობენ, რომ მათი შვილები გაირყვნებიან. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ბიონსეს აბრეშუმის გულღია წითელმა კაბამ, რომელიც მას სარეკლამო რგოლში აცვია. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკლამა შეურაცხყოფას არავის აყენებს.
კომპანია Сoty-მ სარეკლამო სტანდარტების ბრიტანული კომიტეტისთვის განცხადება მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიდეორგოლი ამერიკელი მომღერლის სექსუალური შარმის დემონსტრაციაა.
|
კატეგორია: ჭორები თუ რეალური ამბები? |
ნანახია: 887 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|