პირველად კოკო შანელის მიერ შექმნილი სამკაულები 1932 წელს იხილა საზოგადოებამ და დიდი აღტაცება და მოწონება დაიმსახურა. ეს ძვირადღირებული სამკაულები თითოეული მანდილოსნის სიმპატიათ იქცა. კოკო შანელი თავის შექმნილ სამკაულში ცდილობდა ერთმანეთში ელეგანტურობისა და მოდის ელემენტების შერწყმას. კოლექცია ორიენტირებული იყო ქალთა გემოვნებასა და სურვილზე. გთავაზობთ ცნობილი ბრენდის კოკო შანელის ძვირფასეულობის მცირე ფოტო ნაკრებს…
კოკოს მიერ შექმნილი სამაჯური–ხელბორკილები.
ბრილიანტის სამაჯური.
ბრილიანტის საყურე.
კოლიე Jardin de Camelia.
თეთრი ოქროსგან დამზადებული ბეჭედი, რომელსაც აქვს მარგალიტის, აქვამარინის, ამეთვისტოს და ბრილიანტის თვლები.
თეთრი ოქროსგან დამზადებული ბეჭედი, რომელსაც აქვს მარგალიტის, აქვამარინის, საფირონის და ბრილიანტის თვლები.
თეთრი ოქროსგან დამზადებული ბეჭედი, რომელსაც აქვს სერდოლიკის, ამეთვისტოს და ბრილიანტის თვლები.
ყვითელი ოქროსგან დამზადებული ყელსაბამი, რომელსაც აქვს ოპალის, ტურმალინის და ბრილიანტის თვლები.
თეთრი ოქროსგან დამზადებული საყურე, რომელსაც აქვს მარგალიტისა და ბრილიანტის თვლები.
ბროში Camelia Paraiba.
თეთრი ოქროსგან დამზადებული ბროში, რომელიც მორთულია ბრილიანტის თვლებით.