![Ambebi.Ge Ambebi.Ge](http://www.ambebi.ge/images/pictures/shoubiz/ucxouri/msaxiobebi/demimur_eshtonkatcher.jpg)
ახალი წლის პირველ დღეებს დემი მური და მისი მეუღლე ეშტონ კატჩერი რუსი ოლიგარქების საზოგადოებაში ატარებენ. ვარსკვლავები ახალ წელს კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-ბარტსზე რომან აბრამოვიჩის სუპერწვეულებაზე შეხვდნენ. მომდევნო დღეს კინოვარსკვლავები "МДМ-банк" -ის დამფუძნებელს ანდრეი მელნიჩენკოს იახტაზე ესტუმრნენ.
![Ambebi.Ge Ambebi.Ge](http://www.ambebi.ge/images/pictures/msoplio/ruseti/melnikovichi-da-coli.jpg)
38 წლის მელნიჩენკოს ორი მიზეზი აქვს საამაყოდ: მეუღლე და იახტა. თავის დროზე "МДМ-банк"-ის მმართველი ყოფილ "მის იუგოსლავიაზე" ალექსანდრა ნიკოლიჩზე დაქორწინდა. ოლიგარქს ქორწილი 40 მლნ დოლარი დაუჯდა.
ამიტომ როდესაც მან 400 მლნ დოლარად ღირებული იახტა შეიძინა, სახელის დარქმევაზე ბევრი არ უფიქრია და ცოლის პატივსაცემად "A" უწოდა.
![Ambebi.Ge Ambebi.Ge](http://www.ambebi.ge/images/pictures/msoplio/ruseti/melnichenkos-iaxta.jpg)
სწორედ ამ იახტაზე მიიღო რუსმა ოლიგარქმა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური წყვილი.
![Ambebi.Ge Ambebi.Ge](http://www.ambebi.ge/images/pictures/shoubiz/ucxouri/msaxiobebi/demi-muri-karibze.jpg)
ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით, მელნიჩენკოს ქონება 2010 წელს 4.4 მლრდ დოლარს შეადგენდა. ამიტომ იახტისთვის ოლიგარქს თანხები არ დაუზოგავს. იახტის საცხოვრებელი ფართი 2200 კვ.მ-ია.