ელისაბედ ტეილორი (ინგლ. Elizabeth Taylor; დ. 27 თებერვალი, 1932 - გ. 23 მარტი, 2011) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი[1], ჰოლივუდის ვარსკვლავი. ელისაბედ ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა. მის სამსახიობო კარიერასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება (და მისი რვა ქორწინება). გარდაიცვალა 2011 წლის 23 მარტს, ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით.
|