ელტონმა აღიარა, რომ შვილის დაბადებას ესწრებოდა. მისი თქმით, ბავშვი ძალიან სწრაფად დაიბადა.
"სიტყვებს ვერ ვპოულობ, ჩემი გრძნობები რომ გადმოვცე. ეს შესანიშნავია, მე შვილი შემეძინა, - აცხადებს მომღერალი. მზად ვარ, ბავშვზე ვიზრუნო, მინდმა, მას მთელი ჩემი სიყვარული მივუძღვნა, თუმცა მეტისმეტად არ გავანებივრებ".
შეგახსენებთ, რომ ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა ქვეყანას. მას, დონორის კვერცხუჯრედი შეუყვანეს, რომელიც ბედნიერი წყვილიდან ერთ-ერთის სპერმით იყო განაყოფიერებული. ქალს სოლიდური თანხა გადაუხადეს, მისი ვინაობა დღემდე უცნობია.
აღსანიშნავის, რომ ელტონ ჯონი უკრაინელი ბიჭუნას, ლევისა და მისი იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ძმის არტემის შვილად აყვანას ისევ აპირებს. ადრე მომღერალს ბავშვის აყვანის უფლება მისი ასაკისა და იმის გამო არ მისცეს, რომ უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია. თუმცა ვარსკვლავი ბავშვისთვის ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.
By Ambebi.GE