[c]
"უბრალოდ, სექსუალური გავხდი"
გარდა ამისა, ერთ დროს ბავშვი ვარსკვლავი უკვე რა ხანია, ქალად იქცა. უკ ვე მეორე წელია აქტიურად ასახელებენ ყველაზე სასურველ, ლამაზ, სექსუალურ, გემოვნებიან ქალბატონთა შორის და ამით ძალიან ამაყობს, რადგან აქამდე ბავშვურ იმიჯს ვერ იცილებდა. ალბათ ამიტომაც არის, რომ გარეგნობაც მკვეთრად შეიცვალა, თმა შეიჭრა და სექსუალურ სამოსზე გადავიდა.
- ემა, რა იყო ეს - რადიკალური სურვილი, რომ სახე შეგეცვალა?
- საგა ჰარი პოტერზე დასრულდა, ფურცელი უნდა გადავშალო. კონტრაქტის თანახმად, უფლება არ მქონდა ჰერმიონას ვარცხნილობა შემეცვალა - გრძელი ყავისფერი თმა, მაგრამ მე ისეთი მოწესრიგებული სულაც არ ვარ, როგორიც ის და ყოველთვის ვგიჟდებოდი მოკლე ვარცხინლობებზე. ოდრი ჰეპბერნის სტილის პატარა თავი და თმა ყოველთვის საოცრად ქალური მეჩვენებოდა. თუმცა ყველა როდი იზიარებდა ჩემს შეხედულებებს. მას მერე, რაც თმა შევიჭერი, ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ ლესბოსელი გავხდი. მე კი ეს, უბრალოდ, უფრო სექსუალური მგონია.
- ამბობთ, რომ საგა დასრულდა, თუმცა მაყურებლებმა ახლაღა დაიწყ ეს ბოლოს წინა ნაწილის ყურება, ნახევარ წელიწადში კი ფინალიც გველოდება. გვითხარით სიმართლე, რას უნდა ველოდოთ ჰერმიონასგან?
- ის იზრდება და მწიფდება, როგორც მე. "სიკვდილის ძღვენში" ჰერმიონა უზ არმაზარ შეწირულობას აკეთებს, რომელსაც ვერ გიამბობთ. მისი ლოი ალურობა ჰარისადმი არ სუსტდება, მისი გრძნობები რონისადმი იკარგება, მაგრამ რაღაც ახალი ჩნდება. მასში სამართლიანობის წყურვილი იზრდება. მისი სიმამაცის შესახებაც ბევრ რამეს შეიტყობთ. ამ პატარა ბანდაში ჰერმიონა ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება, სწრაფი რეაქციითა და სწორი გადაწყვეტილებით, რომლებიც მის მეგობრებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამ უკიდურესად დაძაბულ მომენტებში სხვა პერსონაჟებიც აღიარებენ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხება: ნეტავ ჯოან როულინგი თავად თუ იყო დაცული ჰერმიონას მიერ, სანამ წიგნს წერდა?
"ჰერმიონა მომენატრება"
- როგორია მოზარდობის ასაკში მშვენიერი ჯადოსნის ტყავში ცხოვრება?
- საკმაოდ კარგი. არ ვიცი, შემდეგ როგორ იქნება, მაგრამ ჰერმიონა მომენატრება. შეიძლება, ეს მთელი ჩემი ცხოვრების როლი იყო... ჩვენ ერთად 11 წელი ვიცხოვრეთ. გადაღებებზეც და მის გარეთაც იმ თავგადასავლებზე ვოცნებობდი, რომლებიც სცენარში არ არის. ჩემი საუკეთესო მეგობრები ეკრანზეც და რეალურ ცხოვრებაშიც ჰარი და რონი იყვნენ, ანუ დანიელ რედკლიფი და რუპერტ გრინტი. დენიელი ყოველთვის მაოცებს: საოცარი ენერგია აქვს, გულუხვი და გახსნილია. ეს ბიჭები ჩემს ძმებად იქცნენ, მთელი ცხოვრება ვართ დაკავშირებული, რადგან ერთად გავიზარდეთ. მაგრამ რაც განსაკუთრებულად მსიამოვნებს ის გახლავთ, რომ ამ კომპანიაში ერთადერთი გოგონა ვიყავი.
- ჰგავხართ ჰერმიონას?
- ვისურვებდი, რომ მისნაირი ჭკუა და მისი ძალა მქონოდა. თუმცა საერთოც ბევრი გვაქვს. უბრალოდ, მე ნაკლებად სერიოზული და მეტად სასაცილო ვარ.
- ნაკლებად სერიოზული? ბევრი სხვა ბავშვი მსახიობისგან განსხვავებით კოლეჯი დაამთავრეთ და უნივერსიტეტში სწავლობთ...
- ვგიჟდები ისტორიასა და სამართალზე. ჩემი მშობლები ადვოკატები არიან და არ მინდა, საკუთარ თავს რაიმე კარი დავუკეტო. მომწონს სწავლა... თუმცა მაინც ვგიჟდები კინოზე.
- შეიძლება ჰარი პოტერის გარეთ ცხოვრება?
- რა თქმა უნდა! იცით, ჩემი მშობლები გაიყარნენ. დედა მეგობართან ცხოვრობს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და მეც მათთან ერთად ვარ. მამაჩემმა ხელახლა იქორწინა და მასაც ვაჟი ეყოლა. სულ ოთხი ძმა და ტყუპი დაიკო მყავს. მაგრამ ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ გამუდმებით ბიჭების გარემოცვაში ვარ. როგორც პრინცესა! ბევრი მეგობარიც მახვევია გარს, თუმცა მათ ჩემი ცუდად ესმით. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებსა და გოგონებს შორის მეგობრობა შეუძლებელია: მეტისმეტად ბევრი სასიყვარულო ცდუნებაა. ბოლოს და ბოლოს, ბევრი პლატონური ურთიერთობა მქონდა ბიჭებთან.
"ვგიჟდები სასიყვარულო ისტორიებზე"
- გადაღებებისა და სწავლის გარდა რას აკეთებთ?
- რესტორანში, დისკოთეკაზე დავდივარ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. კინოს ფანი ვარ. ძალიან მინდა, ოდესმე ვუდი ალენთან ვითამაშო, მისი ფილმი "ვიკი კრისტინა ბარსელონა" მომეწონა. ჰიუ გრანტი გავიცანი - ჩემთვის კლასისა და იუმორის სიმბოლო, არც ერთ რომანტიკულ კომედიას არ ვტოვებ მისი მონაწილეობით. ჩემი საყვარელი ფილმი "ნოტინგ ჰილია". ვგიჟდები სასიყვარულო ისტორიებზე. მსახიობების თამაშსაც ვსწავლობ. ჯულია რობერტსი შთამაგონებს - იდუმალია, ლამაზი და ბუნებრივი. კეიტ ბლანშეტი, ჯულიანა მური ან ნატალი პორტმანი - აი, ჩემთვის მისაბაძი ცნობილი ადამიანები.
- თქვენ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გაქვთ...
- დიახ, ეს არის სამოსი ორგანული მასალისგან. მარკა ორიენტირებულია ჩემი ასაკის ხალხზე. მოგება მთლიანად ქველმოქმედებაზე მიდის.
- რას ფიქრობთ ახალ მოზარდულ საგაზე "ბინდი", რომელიც ასეთი პოპულარული გახდა თქვენი თაობის ადამიანებში?
- სტეფანი მაიერის წიგნები წამიკითხავს. მალე გავხდით მათზე დამოკიდებული. თუმცა მგონია, რომ "ჰარი პოტერში" მეტი სიღრმე და მოქმედებაა.
- ჯოან როულინგს შეხვედრიხართ?
- დიახ, ბევრჯერ. ძალიან დიდ პატივს ვცემ - არა მხოლოდ მისი ნამუშევრის გამო, არამედ როგორც პიროვნებას. მან ფილმს მისცა საშუალება იმად ქცეულიყო, რადაც იქცა, არ ცდილობდა კინემატოგრაფისტებზე გავლენის მოხდენას. თანაც, ის ჩემს იმპროვიზაციებს ძალიან უჭერს მხარს და ეს ჩემთვის სასიამოვნოა...