ენ ჰეთევეი ჰოლივუდში ფინანსურად ყველაზე რენტაბელურ მსახიობად დასახელდა. კინოსტუდიებისთვის მას ყოველ დახარჯულ დოლარზე 64$-ის შემოსავალი მოაქვს. მონაცემები ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა.
რეიტინგის ავტორების აზრით, ქალი მსახიობები უფრო მომგებიანნი არიან, ვიდრე - მამაკაცები. ამის მიზეზი მსახიობების ჰონორარებშია. ქალ მსახიობებს ჰონორარი უფრო დაბალი აქვთ, მაგრამ ფილმები მათი მონაწილეობით კონოგაქირავების ჰიტები ხდება. ამგვარად, კინოსტუდიები დიდ მოგებას ნახულობენ.
2009 წელს ჰეთევეი ოსკარზე და ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. მისმა ბოლო ნამუშევარმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.
ჰეთევეის კეიტ ბლანშეტი მოსდევს, რომელიც კონოსტუდიებს ყოველ დახარჯულ დოლარზე 27$-ის მოგებას აძლევს. მესამე ადგილი ჯენიფერ ენისტონმა და მერილ სტრიპმა გაიყვეს. მათ კინოსტუდიებისთვის ყოველ ერთ დოლარზე - 21$-ის მოგება მოაქვთ. მათ მოსდევს სარა ჯესიკა პარკერი, რომელსაც დოლარზე - 17$-ის მოგება მოაქვს.
ათეულში ასევე, მოხვდნენ ანჯელინა ჯოლი, კამერონ დიასი, რიზ უიზერსპუნი და რომანტიკული კომედიების ვარსკვლავი კეიტ ჰადსონი.
ათეულს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. მას კონოსტუდიებისთვის დახარჯულ ერთ დოლარზე 11$-ის მოგება მოაქვს .
|