"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავ ევა ლონგორიას რთული პერიოდი აქვს. შარშან მსახიობი მეუღლეს, კალათბურთელ ტონი პაკერს დაშორდა. პირადი ცხოვრების პრობლემებს ფინანსური წარუმატებლობაც დაემატა. ლოს-ანჯელესში მდებარე რესტორანი Beso და ლას-ვეგასის ღამის კლუბი Eve გაკოტრდა. კომპანიის ზარალმა, რომლის თანამფლობელიც ევა ლონგორიაა, 6 მლნ დოლარი შეადგინა. ლონგორიას იმ დაწესებულების მფლობელის ვალი აქვს, რომელშიც ღამის კლუბი იყო განთავსებული, ასევე ექს-პარტნიორის, რომელიც მას რესტორნის მშენებლობაში ეხმარებოდა. რესტორანი Вeso ევამ პომპეზურად გახსნა, თუმცა მან ჰოლივუდის მომთხოვნი საზოგადოების გემოვნება ვერ დააკმაყოფილა.
პროექტი ყოველთვიურად 76 ათასი დოლარის ზარალს განიცდიდა. ლონგორიას იურიდიული პრობლემებიც შეექმნა. რესტორნის ბიზნესში ევას ყოფილმა პარტნიორმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ლონგორიამ პარტნიორული შეთანხმება დაარღვია და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა.