*წარმოიდგინეთ "გლიი” რეიჩელის, ფინის, ქუინის და სხვა წევრების გარეშე. 2012 წელს, სერიალის მეოთხე სეზონი გამოდის, რომლის დროსაც გლიის დღევანდელი თაობა უკვე კოლეჯში ისწავლის. სერიალის შემქმნელი – რაიან მერფი უკვე ფიქრობს სერიალის მომავალზე და მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ სამსახიობო ჯგუფი მთლიანად შეცვალოს.
ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში მერფი ალაპარაკდა გლიკების მეორე თაობაზე, მაგრამ ახლა მან გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. "ყოველ წელს ჩვენ სერიალს ახალ პერსონაჟებს დავუმატებთ” – განაცხადა მერფიმ. აშკარაა, რომ ის წლევანდელი დამატებებით კმაყოფილია. "ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოსწავლეები მასწავლებლების ცხოვრებაში შემოდიან, შემდეგ კი მიდიან. მათი წასვლა კი ყველასთვის სამწუხაროა, ისევე როგორც ჩემთვის. მაგრამ გამოჩნდებიან ახალი მოსწავლეები. მე ძალიან მიხარია, რომ წლევანდელი ახალი პერსონაჟებით ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, მაგალითად სემით. ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ მაყურებელი მათ მიიღებდა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.”
ცნობილია ის ფაქტიც, რომ სერიალიდან გაქრება გლიის ყველა წევრი, გარდა სემისა. რადგან ის ერთი წლით გვიან შეუერთდა სკოლას და ლოგიკურად ერთი წლით პატარაა სხვა დანარჩენებზე. სერიალის ეს თაობა კიდევ ერთი წელი იქნება სერიალში, მესამე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებულია. რაც შეეხება მეოთხე სეზონს, ტელეარხი FOX-ი რაიან მერფის ნათქვამს არ ადასტურებს, ასე რომ ჯერ ზუსტად არაფერია
*მეტიუ მორისის ახალი ფოტოსესია
(by Brian Bowen Smith)
*გუშინ კლუბის ვარსკლავის Cory Monteith-ის დაბადების დღე იყო!
მას ოცდაცხრა წელი შეუსრულდა!!დაგვიანებით მაგრამ ყველამ მიულოცოთ დაბადების დღე ))
დიანა აგრონი მისი ახალი ვარცხნილობით 13 მაისს სალონიდან გამომავალი
*სეზონის ბოლო სერიიდან სახელად "New York" რეიჩელი და Fინის დუეტი