2011 წელი ტრიუმფალური აღმოჩნდა ლედი გაგასთვის. მან სამი Grammy მიიღო: საუკეთესო პოპ-ალბომისთვის ("The Fame Monster"), საუკეთესო პოპ-ვოკალისთვის (ჰიტი "Bad Romance") და საუკეთესო კლიპისთვის ("Bad Romance").
ექსტრავაგანტულმა ლედი გაგამ მაყურებელი ამჯერადაც გააოცა: სცენაზე ის ნახევრად გამჭვირვალე კვერცხით გამოიყვანეს. მას რეზინის კოსტუმი ეცვა, რომელიც სამედიცინო ხელთათმანს ჰგავდა.
საუკეთესო პოპ-მომღერალ მამაკაცად ბრუნო მარსი დაასახელეს, სიმღერით "Just The Way You Are". სამი გრამოფონი R&B-ის სტილის საუკეთესო შესრულებისთვის ჯონ ლეგენდამ მიიღო (John Legend & The Roots). სამი "გრამოფონი" მიიღო ასევე როკ-მუსიკოსმა, ვირტუოზმა გიტარისტმა ჯეფ ბეკმა.
როკის საუკეთესო შემსრულებელთა კატეგორიაში Grammy-ს ლაურეატები გახდნენ სერ პოლ მაკარტნი, ჯგუფები lack Keys და Iron Maiden, ჯეფ ბლეკი და ნილ იანგი.
მძიმე როკის კატეგორიაში ჯგუფმა Them Crooked Vultures გაიმარჯვა. ამ კატეგორიაში საკუთარი მარცხი აღიარეს ოზი ოზბორნმა და ჯგუფებმა Alice In Chains, Soundgarden და Stone Temple Pilots.
იმედი გაუცრუვდა ასევე ბარბრა სტრეიზანდსაც - ლოს-ანჯელესი მან ხელცარიელმა დატოვა. მთელი კარიერის მანძილზე პრემიაზე ის 41-ჯერ იყო წარდგენილი, წელს კი "საუკეთესო ტრადიციული პოპ-ალბომის" ნომინაციაში მას მაიკლ ბაბლიმ აჯობა.
|