Halloween-ზე ცნობილი ხალხი გამოირჩეოდა ორიგინალური კოსტუმებით. დღევანდელ ფოტონაკრებში თქვენ იხილავთ თუ როგორ იყო გამოწყობილი მშვენიერი და სკანდალური Paris Hilton–ი, რომელმაც სამოსის ძალიან მცირე ნაწილი აირჩია ამ დღესთან დაკავშირებით. იგი გამოწყობილი იყო ამაზონელი ქალის კოსტუმში. (ამაზონელი ქალი – მითიური მებრძოლი ქალი). ალბათ სწორი იქნება იმის აღნიშვნა, რომ Paris Hilton–ის არჩევანი ძალზედ წარმატებული იყო. ამ სტილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის მშვენიერებას…
ცოტა არ იყოს სასაცილოდ გამოიყურებოდა Paris Hilton–ის გვერდით მდგომი მისი და ნიკი, რომელიც სუპერმენის კოსტუმში იყო გამოწყობილი, უბრალოდ ცოტა არ იყოს უცნაურია გმირის კოსტუმში გამოწყობილი გოგონას დანახვა. წვეულება, რომელზეც Paris Hilton–ი და მისი და იმყოფებოდა ლოს–ანჟელესის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე გაიმართა Playboy Mansion–ის მდიდრულ სახლში. ეს ლეგენდარული სახლი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული და მდიდრული წვეულებებით.