კომპანია Warner Bros.-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 ნოემბერს დაგეგმილი ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი-ნაწილი I”-ს პრემიერა შედგება არა 3-D ფორმატში, არამედ 2-D-ში. მათ არ სურთ ფილმის დაჩქარებულად კონვერტაცია, რადგან მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ფილმის ხარისხზე. ამიტომ კომპანია Warner Bros. გვპირდება, რომ ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი-ნაწილი II”-ს 3-D ფორმატში წარმოგვიდგენს. ფილმი 2011 წლის ივლისში გამოვა. ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში გაკეთდა განცხადება, რომ ჰარი პოტერის ბოლო ორი ნაწილი 3-D ფორმატში გამოვიდოდა, რაც კომპანიას 15 მილიონი დოლარი უჯდებოდა.
|