ჰელოუინი (ინგლ. Halloween) არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების" მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის" დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს
სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.
ჰელოუინი (ინგლ. Halloween) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება. ჰელუოინი 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბერის ღამეს აღინიშნება.
მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.
ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის წარმოშობის სიკვდილისაგან. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათი რწმენის შესაბამისად, 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.
ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმათ ღვთაებას სამჰეინს (შამჰაინ), რომელსაც თაყვანს სცემდნენ. კელტების ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს _ "დღესასწაულს”. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებლის, ბნელეთის ბოროტი სულისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ.
HALLOWEEN – რამდენიმე კრიატიული კოსტუმი
ჰელოუინი სალებრითებში
ჰელიუინი დისნეილენდში