|
მთავარი » 2011 » იანვარი » 31 » ჰოლივუდის ”ყველაზე დაგრეხილი ფეხების” ტოპ-ათეული
20:38 ჰოლივუდის ”ყველაზე დაგრეხილი ფეხების” ტოპ-ათეული |
ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც შეიძლება ჰქონდეთ ნაკლი და ამაში wmj.ru-ზე გამოქვეყნებული ”დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავების” ტოპ-ათეული მოწმობს.
1.უიტნი პორტი მსახიობი და დიზაინერი უიტნი პორტი პირველად რეალითი შოუ "ჰილში" გამოჩნდა, მაგრამ პირველობა სულ სხვა მიზეზით მოიპოვა. მაყურებლების ყურადღება პორტის ულამაზო, ძალიან თხელმა ფეხებმა მიიპყრო. ისინი ძალიან მძიმე ემოციებს იწვევენ ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ქალბატონებში.
თუმცა, მიუხედავად გამუდმებული კრიტიკისა, უიტნი აქტიურად აგრძელებს საზოგადოების მოკლე კაბებითა და შორტებით შოკირებას.
2. ალიშა ქისი მრავალი სიმღერის ავტორი, ნიჭიერი შემსრულებელი რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ტექნიკას ფლობს. ის ჰოლივუდში უშნო ფეხებითაც გამოირჩევა და თუ აფროამერიკელებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მათ იდეალურ ფორმებს ახსენებენ, ქისი გამონაკლისია. მიუხედავად ამისა, ალიშა მაინც არ ერიდება მოკლე კაბებს, რითაც ალბათ, იმის თქმა უნდა, რომ ბედნიერება ფეხებში არ არის.
3. კელი ოსბორნი კელი ოსბორნი გახდომის შემდეგ საკუთარი სხეულის სრულყოფას განაგრძობს. ახლა ის ტატუების ლაზერით მოშორებას გეგმავს. მისი აზრით, ის სხეულის სრულყოფას ამით დაასრულებს. არადა, მისი ფეხები აშკარად საპირისპიროზე მეტყველებენ.
4. სარა-ჯესიკა პარკერი პარკერი პერსონალური სტილისტის, პატრიცია ფილდის და ფეხსაცმელების ბრენდის მანოლო ბლაჰნიკის მადლიერი უნდა იყოს, რომ ისინი უკვე 7 წლის განმავლობაში მალავენ მისი ფეხების ნაკლოვანებებს.
5.პერის ჰილტონი გასაოცრად დიდი ფეხის ზომის გარდა, (40-43) პერის ჰილტონის ფეხები ულამაზო ფორმითაც ცნობილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სარა-ჯესიკა პარკერის მსგავსად, სწორი ჩაცმის სტილით ის ამას ოსტატურად ნიღბავს ხოლმე.
6. მიშა ბარტონი როდესაც მიშას ავადმყოფური სიგამხდრის შესახებ დაიწყეს ჭორაობა, ვერავინ იფიქრებდა, რა მოჰყვებოდა მის გამოჯანმრთელებას. გამაჯანსაღებელ კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ბარტონი საზოგადოებას უფორმო და მოკლე ფეხებით დაუბრუნდა.
7. მიშელ ტრახტენბერგი მსახიობის რუსულ-ებრაულმა ფესვებმა მას არისტოკრატული სიფერმკრთალე, ფაშფაშა ფორმები და უშნო ფეხები აჩუქეს, რომელთა დამალვა სერიალ "ჭორიკანას" შემქმნელებს მაღალი ქუსლებით ან მოტკეცილი მუქი ფერის ჯინსების საშუალებით უწევთ. თავად მიშელი ამ ნაკლს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და სერიალს მიღმა, საზოგადოების წინაშე ბრტყელძირიანი ფეხსაცმლითა და მოტკეცილი მოკლე კაბებით ჩნდება.
8. ლეიტონ მისტერი შეუძლებელია ვერ შენიშნოთ ულამაზესი, გრძელი ფეხების პატრონის ბლეიკ ლაივლის გვერდით, ლეიტონ მისტერის ულამაზო ფეხები. მსახიობის პირადი იმიჯმეიკერი წამგებან ექსპერიმენტებს ატარებს ლეიტონის იმიჯზე. შედეგად მისტერს ჭრელი მოკლე ქვედაბოლოები და არატრივიალური დიზაინის ფეხსაცმელი აცვია, რომელიც მის ისედაც მოკლე ფეხებს უფრო მეტად ამოკლებს.
9. კრისტინა აგილერა ვებსაიტები, ფაქტობრივად, აჭრელებულია მისი უიღბლო დაუგეგმავი ფოტოსესიებით. კრისტინას კი, როგორც ჩანს, ეს საერთოდ არ აწუხებს - ნაკლის გამოსწორება, როცა უნდა მაშინ შეუძლია. კრისტისან ლაბუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითა და გრძელი კაბებით ის ეფექტურად ჩნდება ხოლმე წითელ ხალიჩაზე. ბოლოს და ბოლოს, კერპებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი ნაკლოვანებები!
10. ანჯელინა ჯოლი თავის ბოლო ბოევიკში "სოლტი" ანჯელინა ჯოლი ძალოვანებს სხარტად უსხლტება ხელიდან, მოტოციკლეტს მართავს, ხიდებიდან ხტება და მეტად რთული წარმოსადგენია, რომ ჯოლი ამას თავისი ძალიან გამხდარი ფეხებით აკეთებს.
ოდესღაც მისი ზედმეტი სიგამხდრე თაყვანისმცემლებმა მუდმივ მუშაობასა და დედის გარდაცვალებას დააბრალეს, მაგრამ დრო გავიდა, ანჯელინას კი სანერვიულო არაფერი აქვს.
თუკი ჯოლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგის პირველი ადგილის დაპყრობა ასეთი დაგრეხილი ფეხებით ძალუძს, მაშინ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს თავიანთ სხეულზე სადარდებელი ნამდვილად არაფერი ჰქონიათ.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 1349 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 4.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|