American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პოპ-შემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა "წლის შემსრულებლის" წოდება მიიღო.
ნომინაციაში "წლის შემსრულებელი" American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგენილები იყვნენ: ჯასტინ ბიბერი(Justin Bieber), ემინემი(Eminem), კეშა (Kesha), ლედი გაგა(Lady Gaga) და კეტი პერი (Katy Perry).
დაჯილდოება ლოს-ანჯელესში კვირას გაიმართა. 16 წლის ბიბერი ამ ჯილდოს ყველაზე პატარა მფლობელია. ამის შესახებ AP წერს.
ბიბერი საუკეთესოა ყველა კატეგორიაში, რომელშიც ნომინირებული იყო. "წლის გარღვევა",საუკეთესო პოპ-როკის ალბომი და პოპ-როკის საუკეთესო შემსრულებელი - ბიბერმა ამ ნომინაციებში გაიმარჯვა.
ემინემმა, რომელიც 5 ნომინაციაში იყო დასახელებული, 2 ჯილდო მიიღო . ჯილდო მომღერალმა საუკეთესო რეპ-ჰიპ-ჰოპის ჟანრის ალბომისთვის და ამავე ჟანრის საუკეთესო შესრულებლისთვის დაიმსახურა.
მომღერალი აშერი (Usher) R&B-ს საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. R&B-ს საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა ასევე მომღერალი რიანა (Rihanna). ლედი გაგა კი პოპ-როკის შემსრულებელი საუკეთესო მომღერალი გახდა.
მომზადებულია AP Associated Press-ს მიხედვით.