ჯასტინ ბიებერი და სელენა გომესი უკვე დიდი ხანია თავიანთი შესაძლო რომანით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევიან. ერთი შეხედვით წყივილი ბედნიერად გამოიყურება. თუმცა, როგორც ჩანს, 6 თვიანი რომანის შემდეგ მათ ურთიერთობაში გაჩნდა ბზარები. გავრცელდა ინფორმაცია რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ინტერნეტში მათი დაშორების მიზეზს სხვადასხვანაირად ხსნიან. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით დამნაშავე ჯასტინ ბიბერია, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით მისწერა მის ძველ girlfriend-ს, ჯასმინ ვილეგასს, რამაც სელენა გაანაწყენა. მან ჯასტინთან ურთიერთობა გაწყვიტა და შესთავაზო, რომ მეგობრებად დარჩენილიყვნენ. მეორე ვერსიის მიხედვით ,მათი დაშორების მიზეზი, სელენას ძველი შეყვარებული,ნიკ ჯონასია. ზოგიერთი საიტი იუწყება, რომ როდესაც ჯასტინი ისრაელში იყო, (My World-ის ტურნეში) სელენა ნიკ ჯონასს ისევ დაუახლოვდა. ახალ ინტერვიუში გომესმა BOP Magazine-ს ისიც კი განაცხადა, რომ ნიკი შესანიშნავი ადამიანია. ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან :" მე მინდა ვიყო კარგი ადამიანი და მეგობარი ხალხისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ნიკი ძალიან კარგი მეგობარია. ის საყვარელი ბიჩია, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მომწონს მასთან ყოფნა." ამ სიტყვებმა ყველა დააეჭვა, რადგან სელენასა და ჯასტინის ურთიერთობაც ანალოგიურად დაიწყო. თავიდან ის მხოლოდ პატარა ძმა იყო გომესისთვის, შემდეგ მეგობარი, ბოლოს კი boyfriend-ი. განიხილება მესამე ვარიანტიც, რომელის მიზეზი კვლავ სელენა გომესია.ამ შემთხვევაში, მას "კლუბის" მსახიობ cory monteith-თან რომანის გაბმაში ადანაშაულებენ. ამ ბოლო დროს, ისინი ხშირად პოზიორობენ ერთად კამერების წინი. ასე რომ, გამორიცხული არაა cory სელენა გომესის მომდევნო სამიზნე იყოს.
თქვენი აზრით დაშორდნენ თუ არა ჯასტინი და სელენა ერთმანეტს???დაწერეთ კომენტარებში.
|