მარტში 16 წლის ვარსკვლავს ჯასტინ ბიბერს, მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების თხოვნით, მადამ ტიუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურას დაუდგამენ. ამის შესახებ მადამ ტიუსოს მუზეუმის დირექტორმა ლიზ ედვარდსმა განაცხადა.
"ჯასტინ ბიბერი მართლაც მსოფლიო სენსაციაა და ღირსია, მისმა ფიგურამ მუზეუმი დაამშვენოს", - თქვა მან.
ბიბერის პირველი ცვილის ფიგურას ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმში და იმავე დღეს ამსტერდამის მუზეუმში დადგამენ. ნიუ-იორკის მუზეუმში ფიგურას რამდენიმე დღის დაგვიანებით მიიტანენ.
|