დოკუმენტური ფილმი 16 წლის მომღერალზე - ჯასთინ ბიბერზე. 13 წლიდან იგი მღეროდა სხვადასხვა მომღერლების სიმღერებს, კამერაზე იწერდა და YouTubе-ზე დებდა. მალევე მას თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს აცხადებდნენ, რომ მათ სჯერათ - ბიბერი ვარსკვლავი გახდება. ჯასთინ ბიბერი სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა YouTubе-ზე და დაუკავშირდა მის ოჯახს. პროდიუსერმა ბიბერი აშერს შეახვედრა და მალევე ხელშეკრულებაც გააფორმა მასთან...