თუ თქვენთვის ეს აქამდე უცნობი რამ იყო გეტყვით, რომ ფეშენ–დიზაინერი – Jean Paul Gaultier ინტერიერის დიზაინის უდიდესი ტრფიალია. იგი მუდამ დამოუკიდებლად ართმევს თავს საკუთარი მაღაზიების მორთვასა და გალამაზებას, ხოლო 2 თვის წინ, კი ELLE Decor–ის ინტერიერიც გააფორმა. ამჯერად, კი – Jean Paul Gaultier–მ გადაწყვიტა ავეჯის მარკა – Roche Bobois–თან თანამშრომლობა და მომხიბვლელი კოლექციაც მიიღო შედეგად, სადაც სარკეები და სავარძლები გორგოლაჭებზეა, ფარდაგები და ბალიშები საფირმო ნაქარგითაა და ბევრი საინტერესო სხვა რამ.
|