ჯინსის ისტორია: ჯინსის გამოგონება, როგორც უმეტესი გენიალური აღმოჩენა, აღსავსეა შემთხვევითობებით. 1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე – ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ჯინსის სახელწოდების წარმოშობის საკითხიც ფრიად საინტერესოა. ქსოვილი გემებზე იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქში – გენოა და ამიტომ ქსოვილის ფუთებს ეწერა გამოგზავნის ადგილი ”Genoese”, რასაც ამერიკელები თავისებურად კითხულობდნენ, როგორც”jeans”, ანუ ჯინს. როგორც ფიქრობენ ამიტომაც შარვალს დაერქვა ეს სახელი. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღეთ. 1886 წლისათვის ლევი სტრაუსის შარვლების ფასმა უკვე 22 დოლარს მიაღწია, მას ქამრის უკანა ნაწილზე დაიკერა ტყავის იარლიყი (label), რომელზეც ასახული იყო ორი ცხენი, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ლევის საფირმო ჯინსის გაგლეჯას. 1890 წლიდან ჯინსებზე ისმეოდა გამოშვებული პარტიის ნომერი. პირველი ნომერი იყო 501. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი – «Levis 501». მოგვიანებით კომპანიამ გამოუშვა ასევე ჯინსები ქალებისთვისაც.
|