|
მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ჯესიკა ალბა მეორეჯერ გახდება დედა
14:31 ჯესიკა ალბა მეორეჯერ გახდება დედა |
29 წლის მსახიობმა Facebook-ით აცნობა თავის თაყვანისმცემლებს, რომ ელოდება მეორე ბავშვს. ჯესიკას და მის მეუღლეს, 32 წლის პროდიუსერს კეშ უორენს, უკვე ჰყავთ ორი წლის ქალიშვილი ჰონორი. ამის მიუხედავად ვარსკვლავურმა წყვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინონ. "მინდა გაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია: ჰონორი მალე უფროსი და გახდება!" - განაცხადა გახარებულმა მსახიობმა. ჯესიკა და კეში ერთმანეთს 2004 წელს შეხვდნენ. წყვილი 3 წლის წინ დაინიშნა, როდესაც ჯესიკა დაორსულდა. 2008 წლის მაისში ჯესიკას და კეშს ქორწილი ჰქონდათ, ორ თვეში კი ჰონორი შეეძინათ.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 804 |
დაამატა: 23portygalia23
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|