პოპულარული მომღერალი ჯესიკა სიმპსონი ქალი-მილიარდელის ტიტულის მფლოებლი გახდა. მან ამ ტიტულის მოპოვება საკუთარი ბიზნეს-იმპერიით შეძლო, სადაც აწარმოებს ფეხსაცმელებს, ჯინსებს, საცურაო კოსტუმებს, ჩანთებს და არომატებს. გაყიდვების ბუმი გახდა 2010 წელი, გაყიდულმა თანხამ კი 750 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჯესიკას კოლეგა ვინს კამუტო, რომლის კომპანიაც მომღერლის ნაწარმის მთავარი ლიცენზატორია, ირწმუნება, რომ ასეთი წარმატების მიზეზი მისი მეგობრული და სასიამოვნო იმიჯია. იგი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მის მომღიმარ სახეს უცქერენ, თავადაც იღიმიან.
გარდა ამისა, ჯესიკა არ აპირებს გაჩერებას და მომავალი წლია შემოდგომისთვის სპორტული სამოსის გამოშვებას გეგმავს.
„სპორტული სამოსის ახალი ხაზი განავითარებს ჩემს ბიზნესს, რომელიც თავის თავში მოიცავს კომფორტს, ქალურობას და სიკეკლუცეს".
|