ჰოლივუდის სცენარისტებს შორის იწყება შეჯიბრი, თუ ვინ მიიღებს საკმაოდ საინტერესო პროექტის შეკვეთას. ჯონი დეპმა განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ითამაშოს 1934 წლის ფილმის ”დახვეწილი ადამიანი”-ს რემეიკში. პროექტის რეჟისორის ამპლუაში მსახიობი რობ მარშალს ხედავს, რომელთან ერთადაც ამჟამად მუშაობს ფილმზე ”კარიბის ზღვის მეკობრეები”. ფილმში შობის ღამეს კლავენ მდიდარი გამომგონებლის მდივანს. ეჭვის ქვეშ პროფესორი აღოჩნდება, რომელსაც პოლიცია ვერ პოულობს. გოგონა სახელად დოროტი მიდის ყოფილ კერძო დეტექტივთან სახლში, ადამიანთან, რომელიც უკვე მეოთხე წელია საქმეებს ჩამოშორდა. დოროტი უყვება, რომ მან მოკლა მდივანი, მაგრამ დეტექტივს მისი არ ჯერა. ის ხვდება, რომ გოგონა სცდილობს ბრალი საკუთარ თავზე აიღოს. დეტექტივი გადაწყვეტს მის დახმარებას და გამოძიებას იწყებს. სწორედ ამ დეტექტივის როლის შესრულება სურს ცნობილ მსახიობს.
|