მერილ სტრიპსა და ჯულია რობერთსს შესთავაზეს როლები ფილმში 'August: Osage County'. ფილმის რეჟისორია ჯონ უელსი. ორივე მსახიობი დასთანხმდა როლს და ახლა უკვე მიმდინარეობს მოკლაპარაკებები. ფილმის გადაღებები 2011 წლის ზაფხულში დაიწყება. მერილ სტრიპი ფილმში შეასრულებს ნარკომანი დედის როლს, ხოლო ჯულია რობერთსი კი მის უფროს ქალიშვილს. ჯულია რობერთსის ნახვა კინოეკრანებზე უახლოეს მომავალში შესაძლოა ფილმებში: 'Eat, Pray, Love' და ტომ ჰენკსის ფილმში 'Larry Crowne', რომლის გადაღებებიც ახლახან მორჩა. მერილ სტრიპმა ბოლოს ითამაშა ფილმში 'It's Complicated'. იგი შესაძლოა დასთანხმდეს პროექტს 'Great Hope Springs', ასევე ემზადება შეასრულოს მარგარეტ ტეტჩერის როლი და შესაძლოა სტენლი ტუჩის კომედიაში თინა ფეის დედის როლიც შეასრულოს.
|