მომღერალმა კეტი პერიმ და ტელეწამყვანმა რასელ ბრენდმა ქორწილი ტრადიციულ ინდურ სტილში გადაიხადეს. ქორწილის ცერემონია ინდოეთში, რაჯასტანის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. საქორწილო ცერემონიაში მონაწილეობა ათობით სპილომ და აქლემმაც მიიღო. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, ტრადიციულ ინდურ სამოსში გამოწყობილმა ახალდაქორწინებულებმა, გარს რიტუალურ კოცონსაც შემოუარეს.
ცერემონიის სხვა დეტალები უცნობია. ქორწილი, უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომების პირობებში მიმდინარეობდა. ცნობისმოყვარეებს ქორწილის მიმდინარეობის პროცესს ბამბუკის და ფოთლების საფარისგან უმალავდნენ. ადგილობრივ სასტუმროებში კი უცხოებს არ იღებდნენ. მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით


Pm (
სულ: 756
თვის განმავლობაში: 0
საიტის ადმინი: 4
სერვერის ადმინი: 3
მოდერები: 8
მომხმარებელი: 0
მნახველი: 737
ქალი: 653