|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » კრის ბრაუნმა თაყვანისმცემელს iphone წაართვა წყარო..
18:28 კრის ბრაუნმა თაყვანისმცემელს iphone წაართვა წყარო.. |
მომღერალმა კრის ბრაუნმა თაყვანისმცემელ ქალს iphone წაართვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონი საყვარელ მომღერალთან ერთად მაიამის სანაპიროზე ფოტოს გადაღებას ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. "ძუკნავ, შენ ამ ფოტოს ვერცერთ ვებ-გვერდზე ვერ დადებ", - უთხრა 22 წლის გაბრაზებულმა მომღერალმა თაყვანისმცემელს, ჩამოწია თავისი Bentley-ის შუშა და ქალს ტელეფონი წაართვა. "ახლა პროკურორები თვითმხილველებს კითხავენ და ყველა მონაცემს ამოწმებენ. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მაიამის პროკურორმა, კეტრინ ფერნანდეს-რანდლმა. შემთხვევა ერთ-ერთი ღამის კლუბის წინ, დილის 4 საათზე მოხდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრის ბრაუნს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს. მომღერალს 2009 წელს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მას შემდეგ, რაც მან თავის საყვარელს, მომღერალ რიანას სცემა. [/b]
|
ნანახია: 786 |
დაამატა: ViiKii
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|